ვფიქრობ, დღევადენდელი დღე ყველაზე ემოციური, ეფექტური, საინტერესო და შედეგიანი იყო. მოეწყო თითოეული მონაწილის პროექტის პრეზენტაცია. ჯგუფის წევრებმა ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს სხვადასხვა თემატიკაზე შერჩეული პროექტები. განსაკუთრებით მომეწონა ქალბატონ ნატო სიჭინავას პროექტი ,,რუსთაველი და თანამედროვეობა", ერთხელ კიდევ მოვისმინე ის ფაქტი, რომ 2016 წელი იუნესკომ რუსთაველის წლად გამოაცხადა.
გულწრფელი ვარ, გული მწყდება, რომ დამთავრდა ჩვენი თანამშრომლობა ქალბატონო მანანა!.
Monday, December 19, 2016
Sunday, December 18, 2016
მერვე დღე
გადავხედეთ ჩვენ პორტფოლიოს და დასამთავრებელი ან გამორჩენილი რაც გვქონდა დავასრულეთ. ბლოგზე შევქმენით პორტფოლიო. გავეცანით ფასილიტაციის მასალებს რესურსებში.
Saturday, December 17, 2016
მეშვიდე დღე
შევიმუშავეთ პროცედურების შაბლონი. დავწერე მიზნის შესაბამი აქტივობები. გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და ვიმსჯელეთ მოსწავლეთა დიფერენცირების საკითხებზე. შევიმუშავე კითხვარი მოსწავლეთა ინტელექტის დასადგენად. რესურსებში გავეცანი მხარდაჭერის დოკუმენტებს. დავამზადე ხარაჩო საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეთა დასახმარებლად.
მეექვსე დღე
შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომების შეფასების რუბრიკები მიზნების შესაბამისად. მეხუთე მოდულში გავეცანისასწავლო გეგმის ჩეკ-ლისტს, რომლებიცდაგვეხარება პროცედურების დასაწერად.
Sunday, December 11, 2016
მეხუთე დღე
ძალიან საიტერესო დღე იყო. ვისაუბრეთ კონსტრუქციულ უკუკავშირზე. ბლოგებზე კომენტარები გავუკეთე კოლეგებს. საავტორო უფლებების შესახებ გავეცანი ინფორმაციას. დავალების შესრულების გამო ადვლად ჩავდექი მოსწავლის როლში და გავაკეთე მოსწავლის ნაცვლად ნაშრომი
Saturday, December 10, 2016
მეოთხე დღე
მეორე მოდულის მესამე აქტივობაში გავიხსენეთ პროექტის შეფასების ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვები და შევიტანეთ გეგმაში. გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს. შევარჩიე ყველა მიზნისთვის შეფასების მეთოდები და ისტრუმენტები. მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად შევქმენი ,,ვიცი- მინდა ვიცოდე-ვსწავლე" დიაგრამა. მე მგონი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის
Friday, December 9, 2016
მესამე დღე
მოვიძიეთ საგნობრივი სტანდარტები და შეუსაბამეთ პროექტს. ამოვიწერე პროექტის შესაბამისი ინდიკატორები. დავწერე პროექტის მიზნები. გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომიის დონეები და მოვიძიეთ შესაბამისი ზმნები. გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. შევარჩიე ჩემი პროექტისათვის ზოგადი კითხვა.
Sunday, December 4, 2016
მეორე დღე
მოვისმინე ერთმანეთის პროექტის იდეები. გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონსდა დავიწყე შევსება. გავეცანი ბუკლეტის შაბლონს. შევადგინე ბუკლეტი და ვისწავლე სურათების და ტექსტების ჩასმა
Saturday, December 3, 2016
პირველი დღე
,,ინტელის სასწავლო კურსი პროექტებით სწავლება" მესამე დონის ტრენინგის პირველი მოდულის პირველი და მეორე დონის აქტივობები ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო.
ტრენერმა ქალბატონმა მანანამ მოხერხებულად საკმაოდ გასაგებად შეძლო კომპონენტის მახასიათებლების გაცნობა. გავეცანი ,,viuveri" ინტელის სასწავლო კურსის ელექტრონულ სახელმძღვანელოს. ვიმოდევნობ დარჩენილი მოდულებიც ასევე საინტერესო იქნება
პატივისცემით მანონი გეფერიძე
ტრენერმა ქალბატონმა მანანამ მოხერხებულად საკმაოდ გასაგებად შეძლო კომპონენტის მახასიათებლების გაცნობა. გავეცანი ,,viuveri" ინტელის სასწავლო კურსის ელექტრონულ სახელმძღვანელოს. ვიმოდევნობ დარჩენილი მოდულებიც ასევე საინტერესო იქნება
პატივისცემით მანონი გეფერიძე
Subscribe to:
Posts (Atom)