Monday, December 19, 2016

მეცხრე დღე

     ვფიქრობ, დღევადენდელი დღე   ყველაზე ემოციური, ეფექტური, საინტერესო და შედეგიანი  იყო. მოეწყო თითოეული მონაწილის  პროექტის პრეზენტაცია. ჯგუფის წევრებმა ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს სხვადასხვა თემატიკაზე შერჩეული პროექტები.  განსაკუთრებით მომეწონა ქალბატონ ნატო სიჭინავას პროექტი ,,რუსთაველი და თანამედროვეობა", ერთხელ კიდევ მოვისმინე ის ფაქტი, რომ 2016 წელი იუნესკომ რუსთაველის წლად გამოაცხადა.
     გულწრფელი ვარ, გული მწყდება, რომ დამთავრდა ჩვენი თანამშრომლობა ქალბატონო მანანა!.

Sunday, December 18, 2016

მერვე დღე

გადავხედეთ ჩვენ პორტფოლიოს და დასამთავრებელი ან გამორჩენილი რაც გვქონდა დავასრულეთ. ბლოგზე შევქმენით  პორტფოლიო. გავეცანით ფასილიტაციის მასალებს რესურსებში.

Saturday, December 17, 2016

მეშვიდე დღე

შევიმუშავეთ პროცედურების შაბლონი. დავწერე მიზნის შესაბამი აქტივობები. გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და ვიმსჯელეთ მოსწავლეთა დიფერენცირების საკითხებზე. შევიმუშავე კითხვარი მოსწავლეთა ინტელექტის დასადგენად. რესურსებში გავეცანი მხარდაჭერის დოკუმენტებს. დავამზადე ხარაჩო საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეთა დასახმარებლად.

მეექვსე დღე

შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომების შეფასების რუბრიკები მიზნების შესაბამისად. მეხუთე მოდულში გავეცანისასწავლო გეგმის ჩეკ-ლისტს, რომლებიცდაგვეხარება პროცედურების დასაწერად.

Sunday, December 11, 2016

მეხუთე დღე

ძალიან საიტერესო დღე იყო. ვისაუბრეთ კონსტრუქციულ უკუკავშირზე. ბლოგებზე კომენტარები გავუკეთე კოლეგებს. საავტორო უფლებების შესახებ გავეცანი ინფორმაციას. დავალების შესრულების გამო ადვლად ჩავდექი მოსწავლის როლში და გავაკეთე მოსწავლის  ნაცვლად ნაშრომი

Saturday, December 10, 2016

მეოთხე დღე

 მეორე მოდულის მესამე აქტივობაში გავიხსენეთ  პროექტის შეფასების ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვები  და შევიტანეთ გეგმაში. გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს. შევარჩიე ყველა მიზნისთვის შეფასების მეთოდები და ისტრუმენტები.  მოსწავლეთა საჭიროებების  დასადგენად შევქმენი ,,ვიცი- მინდა ვიცოდე-ვსწავლე" დიაგრამა.  მე მგონი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის

Friday, December 9, 2016

მესამე დღე

მოვიძიეთ საგნობრივი სტანდარტები და შეუსაბამეთ პროექტს. ამოვიწერე პროექტის შესაბამისი ინდიკატორები. დავწერე პროექტის მიზნები. გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომიის დონეები და მოვიძიეთ შესაბამისი ზმნები. გავეცანით ზოგად, თემატურ და  შინაარსობრივ კითხვებს. შევარჩიე ჩემი პროექტისათვის ზოგადი კითხვა.